კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი ზღაპრების კუთხეში

     თუ გახსოვთ საკუთარი თავი ბავშვობაში? თუ გახსოვთ როგორი იყო ძილის წინ ვინილის დისკებზე მოსმენილი ზღაპრები? მგონი, დღევანდელი მშობლების უმრავლესობას ეხსომება. არ გიფიქრიათ როგორ შეიძლება თქვენს პატარებსაც გაუზიაროთ წლების წინ განცდილი ბავშვური სიხარულის ნამცეცი? ვეცდებით დაგეხმაროთ.

     ჩვენი ზღაპრების მოსმენა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული მოწყობილობით შეიძლება. ვთქვათ, ტელეფონით, ძილის წინ. ჩვენი ზღაპრები თქვენს პატარებს სიტყვათა მარაგის გამდიდრებასა და გამართულად მეტყველების სწავლაში დაეხმარება.

     მაშ, ბევრი საინტერესო ამბის მოსმენას და ლამაზი სიზმრების ნახვას ვუსურვებთ თქვენს პატარებს.

 

პატივისცემით,

მთავარი მეზღაპრე.