სახალისო ნახატების კონკურსი.

     ალბათ შეამჩნიეთ, რომ ჩვენი წიგნების თაროზე უნიკალური ილუსტრაცია ყველა ზღაპარს არ აქვს. მაგალითად „წიქარას“ ყდაზე მხოლოდ ვებ გვერდის ლოგოსა და სახელს შენიშნავთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ზღაპარისთვის შესაფერისი სურათის აღმოჩენა დროულად ვერ შევძელით. უცხოელი ავტორების ცნობილი ისტორიებისთვის ლამაზი ილუსტრაციის მოძებნა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ქართული ხალხური ზღაპრებისთვის კარგი ნახატის შერჩევა. ჯერ-ჯერობით თანამედროვე ქართველმა მხატვრებმაც არ გამოიჩინეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი პროქეტის ილუსტრირებაში.

     მაგრამ საბედნიერდ, მთავარ მეზღაპრეს თავში ერთი კარგი აზრი მოუვიდა:

     - ჩვენს პატრა მსმენელებს ხომ ძალიან უყვართ ხატვა?! - წამოიძახა მან და საჩვენებელი თითი ჭერისკენ ასწია. - მოდი, მათ ვთხოვოთ დახმარება. ჩვენს პატარა ყურადღებიან მსმელენელბზე უკეთ ვინ შეძლებს ზღაპრებისთვის ხალისიანი სურათების დახატვას?

     მოკლედ, გადაწყდა! ვატარებთ შეჯიბრს: ჩვენ პატარა მსმენელებს და მათ მშობლებს ვთხოვთ „წიქარასთვის“ სახალისო ნახატები ელ-ფოსტაზე გამოგვიგზავნონ: support@zgaprebi.ge .

     ორი საუკეთესო ნახატი ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. ავტორი კი მთავარ მეზღაპრესგან საჩუქრად ყველა ზღაპრის 5 დღიან უფასო მოსმენას მიიღებს.

     აბა, წარმატებას გისურვებთ და თქვენ წერილებს მოუთმენლად ველით.

 

პატივისცემით,

უმცროსი მეზღაპრე.